ინფორმაცია კომპანიაზე

ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი
რუსთაველის გამზ.1, სად.4, სართ.4
თბილისი,

ტელეფონის ნომერი: 595 40 47 48
Web: http://newgen.ge/

კომპანიის პროფილი




გერმანული ენა + Au Pair პროგრამა


განცხადების საიდენთიფიკაციო კოდი: 57656
ნახვების რაოდენობა: 10549
განცხადების კატეგორია: განათლება, უცხო ენები
მდებარეობა: ,
განთავსებულია: 2017-11-20
ბოლო ვადა: 2017-12-20

აღწერა

 გერმანული ენა + Au Pair პროგრამა

 

ტრენინგ ცენტრი ,,ნიუ გენი“ გთავაზობთ გერმანული ენის შესწავლას გოეთეს ინსტიტუტის სერტიფიკატისთვის. კურსები გათვლილია მოსწავლეებისათვის, აბიტურიენტებისა  და სტუდენტებისათვის. ყველასთვის ვისაც სურს სწავლა და მოგზაურობა გერმანიაში. ჩვენი ცენტრი ასევე გთავაზობთ Au-Pair პროგრამას. დაგეხმარებით სააგენტოს საშუალებით ოჯახის მოძებნაში მთელი გერმანიის მასშტაბით.

ენის კურსები მოიცავს სხვადასხვა საფეხურს:

1.საწყისი დონე: Grundstufe: A1; A2 – განკუთვნილია მათთვის ვინც თავიდან იწყებს გერმანულის სწავლას. ამ დონეზე უმოკლეს ვადაში შეიძენთ ზეპირი და წერითი მეტყველების საბაზისო დონეს.

2. საშუალო დონე: Mittelstufe: B1; B2 –  ენის სწავლების ძირითადი საფეხურია. გაიმდიდრებთ ლექსიკას, დაეუფლებით გრამატიკის დიდ ნაწილს, თავისუფლად და დაუბრკოლებლად ისაუბრებთ ნებისმიერ თემებზე. შეძლებთ სხვადასხვა სირთულის ლიტერატურის, სტატიების წაკითხვას და აღქმას. ამ დონის შემდეგ შესაძლებელია დაიწყოთ ენის დაუფლება პროფესიული მიმართულებებით. 
3. პროფესიული დონე: Oberstufe: C1; C2 – ხდება სამეტყველო ენის დახვეწა, შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე გერმანულად საუბარი, რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დაძლევა, ნებისმიერი დიალოგისა და ტექსტის თარგმნა. შეძლებთ სწრაფად საუბარს, რთული და მოცულობითი ტექსტების აღქმა- გაგებას.

 

მეცადინეობა ტარდება კვირაში - 2ჯერ. 1 სთ.

კურსის ღირებულება: 

·         ჯგუფი – 80 ლარი. (პირველი და მეორე დონეებისთვის).

·         ინდივიდუალური – 100 ლარი. (პირველი და მეორე დონეებისთვის).

·    Au-Pair პროგრა– 400 ლარი. (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად).

კურს გაუძღვება  მაღალკვალიფიცირებული პედაგოგი, რომელსაც განათლება აქვს მიღებული გერმანიაში.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

 

მის: ყაზბეგის 26 ( დელისის მეტროსთან).

ტელ: 214 90 50; 595 40 47 48; 551 40 42 40

ელ.ფოსტა:newgen.ge@gmail.com                                                                                                           

 

 

 




მთავარი     ჩემი ანგარიში     განცხადებების ძებნა     განცხადების დამატება     კონტაქტი   მოხმარების პირობები   საიტის რუქა