ინფორმაცია კომპანიაზე

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია
რუსთაველის გამზირი 36; მე-3 სართული
თბილისი,

ტელეფონის ნომერი: 555870880
Web: http://ctaedu.ge/

კომპანიის პროფილი




Oracle


განცხადების საიდენთიფიკაციო კოდი: 57536
ნახვების რაოდენობა: 20593
განცხადების კატეგორია: განათლება
მდებარეობა: ,
განთავსებულია: 2017-06-05
ბოლო ვადა: 2017-07-05

აღწერა

 Oracle მონაცემთა ბაზა არის საფუძველი ბევრ კომპანიაში, მასზეა დამოკიდებული კომპანიის ინფორმაციის შენახვა, დამუშავება და დაცვა.
იგი გამოიყენება დიდი რაოდენობის ინფორმაციასთან სამუშაოდ და ისეთ სიტუაციებში, სადაც მონაცემთა უსაფრთოება წარმოადგენს კომპანიის განმსაზღვრელ ფაქტორს.
უმეტესი ბანკები და ტელეკომ-ოპერატორები იყენებენ ამ პლატფორმას და ყოველთვის საჭიროებენ მის კვალიფიცირებულ სპეციალისტებს.
მთავარი მოთხოვნა წარმოადგენს საიმედო პროგრამულ მხარდაჭერას, ასევე პროცედურების ცოდნას, რათა პრობლემის შემთხვევაში მოხდეს ინფორმაციის უდანაკარგო და სწრაფი აღდგენა.
Oracle ბაზის ადმინისტრიტატორი წარმოადგენს ერთერთ მაღალანაზღაურებად სპეციალისტს IT სფეროში.
Oracle-ს შესწავლით და თქვენი კვალიფიკაციის ამაღლებით თქვენ უზრუნველყოფთ თქვენს სტაბილურ მომავალს.

აღნიშნული კურსი იყოფა სამ ნაწილად: SQL, PL/SQL და ადმინისტრირება. 

SQL კურსის გავლისას თქვენ გაეცნობით მონაცემთა ბაზების კონცეფციას, მიიღებთ SQL-ის საბაზო ცოდნას, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაამუშავოთ კომპანიის მოთხოვნები, 
შეგეძლებათ მოდიფიცირება გაუკეთოთ უკვე არსებულ ინფორმაციას, შექმნათ ახალი ან წაშალოთ არსებული მონაცემები. აღნიშნულ კურსში ასევე განხილული იქნება ინდექსები, ტრანზაქციები და შეზღუდვები.
კურსის ამ ნაწილის გავლით თქვენ შეძლებთ თავისუფლად მოამზადოთ რეპორტები თქვენი კომპანიისთვის.


PL/SQL კურსის გავლისას თქვენ გაეცნობით პროგრამირების ენას, რომელიც საშუალებას მოგცემთ შექმნათ ბლოკები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სხვადასხვა აპლიკაციებში.
ასევე მსმენელები შეისწავლიან ფუნქციების, ტრიგერების, პაკეტების შექმნას და გამოყენებას, პარამეტრების გამოცხადებას და გამონაკლისების დამუშავებას.


ადმინისტრირების კურსის გავლისას თქვენ შეძლებთ Oracle სერვერის ინსტალაციას და მართვას. მასში განხილული იქნება სერვერის საერთო არქიტექტურა, მონაცემთა ბაზების კონცეპტუალური მოდელები,
მონაცემთა საცავების შექმნა და კონტროლი. ასევე მსმენელს შეეძლება მონაცემთა დუბლირება, დარეზერვება და კრიტიკულ სიტუაციებში მათი აღდგენა. 

პრაქტიკული სამუშაოები და დავალებები საშუალებას მოგცემთ უფრო გაიღრმავოთ ცოდნა და სწრაფად აითვისოთ ნასწავლი მასალა.

(995) 593 555 025
(995) 555 870 880
ვებ-გვერდი:ctaedu.ge
facebook:Computer Technologies Academy
ctaedu.ge@gmail.com
რუსთაველის გამზ. № 36; მე-3 სართული 




მთავარი     ჩემი ანგარიში     განცხადებების ძებნა     განცხადების დამატება     კონტაქტი   მოხმარების პირობები   საიტის რუქა