ინფორმაცია კომპანიაზე
Siegel HR



ტელეფონის ნომერი:
Web:

კომპანიის პროფილი




ტრენინგი: კატეგორიების მართვა შესყიდვებში


განცხადების საიდენთიფიკაციო კოდი: 57524
ნახვების რაოდენობა: 12376
განცხადების კატეგორია: კვალიფიკაციის ამაღლების კურსები
მდებარეობა: ,
განთავსებულია: 2017-05-29
ბოლო ვადა: 2017-06-28

აღწერა

შვეიცარული კომპანია Siegel Human Resource International-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში წარმოგიდგენთ Procurement Excellence Academy-ის შესყიდვების კატეგორიების მართვის ტრენინგს. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გაიღრმაოთ ცოდნა და აიმაღლოთ თქვენი კვალიფიკაცია შესყიდვების მიმართულებით. ტრენინგის პროგრამა აგებულია მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.

კურსის მიზანი:

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას შესყიდვების კატეგორიების მართვის შესახებ. შეძლებენ განსაზღვრონ შიდა კლიენტების საჭიროებები და დაყონ არსებული ხარჯები კატეგორიების მიხედვით. დაეუფლებიან ანალიზის ჩატარებისათვის საჭირო ინსტრუმენტებს და ისწავლიან მათ ეფექტურ გამოყენებას. შეისწავლიან თუ როგორ უნდა განსაზღვრონ და მართონ საბაზრო რისკები. კურსის დასასრულს კი შეძლებენ შეიმუშაონ ერთიანი სტრატეგია თითოეული კატეგორიისთვის.

ტრენინგის შინაარსი:

 შესყიდვების კატეგორიების მართვის განმარტება და მისი ძირითადი ამოცანები;
 როგორ განსაზღვროთ საჭიროებები და შევიმუშაოთ სპეციფიკაცია შიდა კლიენტებთან ერთად;
 ხარჯების ანალიზის ჩატარება ისტორიულ მონაცემებზე და სამომავლო გეგმებზე დაყრდნობით;
 ბაზრის და რისკების ანალიზის ჩატარება;
 კატეგორიებისთვის რიცხობრივი და ხარისხობრივი მიზნების განსაზღვრა;
 შესყიდვების თითოეული კატეგორიისთვის სტრატეგიის შემუშავება;
 მომწოდებლების ანალიზი, შერჩევა და მართვა.

ტრენინგი განკუთვნილია:
საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის შესყიდვების სფეროში, შესყიდვების განყოფილების როგორც მოქმედი ასევე დამწყები თანამშრომლებისთვის, მათ შორის: შესყიდვების ოფიცრები, სტრატეგიული შემსყიდველები, შესყიდვების კატეგორიების მენეჯერები.

ფორმატი:
ტრენინგის ენა: ქართული
ტრენინგის თარიღები: 7, 9, 12 და 13 ივნისი (19:00-21:30სთ), 2017წ.
ტრენინგის ღირებულება: 395 ლარი
ფასდაკლება: 
- 2 ან მეტი მსმენელის დასწრების შემთხვევაში თითოეული მონაწილე ისარგებლებს 10%-იანი ფასდაკლებით. 

კურსის ტრენერი: თამარ ახსიაშვილი
ტრენერის გამოცდილებას გაეცანით შემდეგ ლინკზე:https://www.linkedin.com/in/tamara-akhsiashvili-124a393b/ 

ტრენინგის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ კომპანია Siegel HR Georgia -ს ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1kihk2J-6E0cwZ5tzeR-ewP04vTWIwi_arFr6IGJCGB8/viewform?edit_requested=true 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ივნისი, 2017წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: tamara.akhsiashvili@siegel-hr.ch 
ვებ-გვერდი: http://www.siegel-hr.ch/ 

 




მთავარი     ჩემი ანგარიში     განცხადებების ძებნა     განცხადების დამატება     კონტაქტი   მოხმარების პირობები   საიტის რუქა