ინფორმაცია კომპანიაზე

intellect center
D.agmasheneblis 154
tbilisi,

ტელეფონის ნომერი: 593614552
Web: www.intelc.ge

კომპანიის პროფილი




ფარმაციის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსი სტაჟირებით!


განცხადების საიდენთიფიკაციო კოდი: 57508
ნახვების რაოდენობა: 17414
განცხადების კატეგორია: განათლება
მდებარეობა: ,
განთავსებულია: 2017-05-18
ბოლო ვადა: 2017-06-17

აღწერა

 „ინტელექტ ცენტრი“ გთავაზობთ ფარმაციის შემსწავლელ  სასერთიფიკატო კურსს სტაჟირებით!

კურსი გათვლილია: ფარმაციით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის. 
კურსის მიზანია: კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც კურსდამთავრებულს ხელს შეწყობს, უპასუხოს დამსაქმებლის მოთხოვნებს და შესაბამისად, გაზარდოს შესაძლებლობა ფარმაცევტული კომპანიებსა და აფთიაქებში დასაქმებისა.
კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს;
გაითვალისწინეთ: კურსდამთავრებულები გაივლიან სტაჟირებას აფთიაქებში, რაც მეტად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს!

სასწავლო პროგრამა:
1. რა სურს დამსაქმებელს? რა ტიპის ცოდნა არის საჭირო ტესტირების დროს და რა ტიპის უნარების ფლობაა საჭირო გასაუბრების დროს 
2. ERIX/OTIC - რა ნიშნით იყოფა რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებები 
3. ფარმაცევტის ძირითადი სამიზნე - OTIC პრეპარატები 
4. რას ნიშნავს ასორტიმენტის ბირთვი 
5. ჩივილების მართვა სპეციალური ალგორითმების საშუალებით. 
6.დაზღვეული მომხმარებლისათვის დამატებითი პროდუქტების შეთავაზება 
7. რა არის პარა ფარმაცია 
8.ალგორითმები პარაფარმაციის პროდუქტების რეალიზაციისათვის 
9.რეცეპტის ფორმა. როგორ ხდება რეცეპტით მომართული მომხმარებლის მომსახურება. სარეცეპტო პრეპარატების მოკლე მიმოხილვა. 
10.რა არის ბრენდი და ჯენერიკი 
11.რა განსხვავებაა ჯენერიკებს შორის 
12.წამლის ფორმები, დოზები 

ძირითადი ფარმაკოლოგიური ჯგუფები: სადემონსტრაციოდ განვიხილოთ რა სქემით შეისწავლება ანტიჰისტამინური საშუალებები. 

ანტიჰისტამინური საშუალებები:
** პირველი, მეორე და მესამე თაობა. 
** Erix/otic, რა განსხვავებაა მათ შორის. გენერიული და სავაჭრო დასახელებები 
** ანტიჰისტამური პრეპარატების მოქმედების სქემის შედგენა 
** ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოშვების ფორმები. 
** ანტიჰისტამური პრეპარატის სადემონსტრაციო ბუკლეტის შედგენა.

პრაქტიკული ნაწილში; მსმენელები გაეცნობიან სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა Apex -ს, შეისწავლიან სამკურნალო საშუალებების განაწილებას, შენახვის პირობების დაცვას, მომხმარებლებთან ურთიერთობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და მომსახურებას.

კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება. ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე
ერთი კურსდამთვრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ!

კურსდამთავრებულთა უპირატესობა:
** კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან
ერთთვიან უფასო ან ფასიან პრაქტიკას აფთიაქებში.
** ჯგუფიდან ერთი საუკეთესო კურსდამთავრებული ერთთვიან სტაჟირებას გაივლის უფასოდ აფთიაქში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
** რეკომენდებული სტაჟიორი აგრძელებს მეორე თვეში ანაზღაურებად სტაჟირებას, რომლის შემდგომაც იწყებს მუშაობას!

კურსი გრძელდება ორი თვე (16 ლექცია)
ლექციები ტარდება - კვირაში 2-ჯერ.
ლექციის ხანგრძლივობა: 1სთ. 30წთ.
ღირებულება თვეში: 150 ლარი.
სტაჟირება: 150 ლარი.

კურსს უძღვება: მოწვეული პრაქტიკოსი
ტრენერი, მოქმედი ფარმაცევტი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით! 

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 2 927218, 593 614552, 595050154 - ინტელექტ ცენტრის ადმინისტრაცია.
მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154, 
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი" 
მე-4 სართული, ოფისი № 6 
ვებ გვერდი: 
http://www.intelc.ge
ელ-ფოსტაinfointelc@gmail.com




მთავარი     ჩემი ანგარიში     განცხადებების ძებნა     განცხადების დამატება     კონტაქტი   მოხმარების პირობები   საიტის რუქა