ინფორმაცია კომპანიაზე

bdc academy
რუსთაველის 36
tbilisi,

ტელეფონის ნომერი: 593252508
Web: http://bdc-center.ge/

კომპანიის პროფილი




ექთნის გადამზადების სერტიფიცირებული ტრეინინგ-კურსი ავერსის კლინიკაში სტაჟრებით


განცხადების საიდენთიფიკაციო კოდი: 57478
ნახვების რაოდენობა: 19953
განცხადების კატეგორია: განათლება
მდებარეობა: ,
განთავსებულია: 2017-05-08
ბოლო ვადა: 2017-06-07

აღწერა

 მიმიდნარეობს რეგისტრაცია ზოგადი პროფილის ექთნის გადამზადების სერტიფიცირებულ ტრეინინგ-კურსებზე.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია: 

მაღალკვალიფიკაციური კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება შიგა და გარე ბაზრისთვის.

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული ცოდნის, უნარების და ღირებულებების გამომუშავებით კურსდამთავრებულთა ჩამოყალიბება, როგორც კვალიფიციურ სპეციალისტად, ასევე ჯანდაცვის პირველადი რგოლის ორგანიზატორად. პროგრამა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა ცოდნისა და უნარების რეალიზებას, რაც მათი დასაქმების გარანტია.

პროგრამის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნის საფუძველზე კურსდამთავრებული პრაქტიკოსი ექთნის კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნითა და კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებით შეასრულებს პროფესიულ ფუნქციას. საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებების გაცნობიერებით დაიცავს ეთიკურ, სამართლებრივ, სოციალურ, სულიერ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს. დაიცავს უსაფრთხოების წესებს, ინფექციის კონტროლის პრინციპებს. გაცნობიერებული ექნება პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მულტიდისციპლინურ პროფესიულ გუნდში საქმიანობისას.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარით შეძლებს: პაციენტის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების დროულ შეფასებას და პირველად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას. მასზე დელეგირებული სამკრნალწამლო და სამედიცინო ტექნიკური და ტექნოლოგიურ საშუალებათა დანიშნულებისამებრ გამოყენებას უსაფრთხოების წესების დაცვით.
პაციენტის ფიზიკური და ფსიქოსოციალური ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისას სამედიცინო გუნდთან შეთანხმებულ მოქმედებას.
შეძლებს მშობლიურ და უცხო ენებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დამყარებას სამედიცინო პერსონალთან, ჯანდაცვისა და სოციალურ მუშაკებთან, პაციენტებთან და სხვა ინდივიდებთან. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების ფლობის საფუძველზე მოიპოვებს მშობლიურ და უცხო ენებზე წარმოებულ ინფორმაციას. პროფესიული სრულყოფისათვისასევე შძლებს შესაბამისი წყაროების მოძიებას.
საექთნო საქმის მარეგულირებელი საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით დაიცავს ეთიკურ ნორმებს და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ პროფესიულ საქმიანობას.
პრაქტიკოსი ექთნის დასაქმების სფეროა სხვადსხვა დონის დიაგნოსტიკური,სამკურნალო, პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო დაწესებულებები, ჰოსპისები, არასამთავრობოორგანიზაციები და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული სფეროები.
თეორიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს, ერთი თვე უფასო სტაჟირება. მეთოდური ლიტერატურა გაიცემა უფასოდ. თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად. კურსის დასრულების შემდეგ ტესტური გამოცდის საფუძველზე გაიცემა სერთიფიკატი კატეგორიის მიხედვით და რეკომენდაცია-დახასიათება.
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შემდეგ
თბილისი, მარნეული, გორი, გურია,

რუსთაველის გამზ. № 36 ტელ: 251-47-30 / 593 000 684 / 5(93) 25-25-08 e-mail: bdc.academy@gmail.com 




მთავარი     ჩემი ანგარიში     განცხადებების ძებნა     განცხადების დამატება     კონტაქტი   მოხმარების პირობები   საიტის რუქა