ინფორმაცია კომპანიაზე

Creative Development Center
ც.დადიანის 34
თბილისი,

ტელეფონის ნომერი: 595996030
Web: www.cdcgeo.wordpress.com

კომპანიის პროფილი




მონაწილეების შერჩევა: ტრენერთა ტრენინგი – ფორუმ თეატრის ფასილიტაცია


განცხადების საიდენთიფიკაციო კოდი: 57439
ნახვების რაოდენობა: 15383
განცხადების კატეგორია: განათლება
მდებარეობა: ,
განთავსებულია: 2017-04-05
ბოლო ვადა: 2017-05-05

აღწერა

კრეატიული განვითარების ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პროექტში: სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსრეგიონებში“.

პროექტის მთავარი მიზანია გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ახალგაზრდობასთან აქტიურად მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერება და ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება ინოვაციური მეთოდების, კერძოდ კი ფორუმ თეატრის გამოყენებით.

ფორუმ თეატრი, ეს არის თეატრალური მეთოდოლოგია, რომელიც შეიმუშავა ბრაზილიელმა აუგუსტო ბოალმა, და დღესდღეობით  აქტიურად გამოიყენება სამოქალაქო განათლებაში და ზოგადად სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის.

 

ამ მიზნის მისაღწევად თითოეულ რეგიონში შეირჩევა 20-20 მონაწილე, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა:

  • გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი: სამოქალაქო აქტივიზმი და ფორუმ თეატრი როგორც ინოვაციური მეთოდოლოგია
  • დაგეგმონ და განახორციელონ ფორუმ თეატრი საკუთარ რეგიონში ადგილობრივ ახალგაზრდობასთან
  • წარმოადგინონ მიღწეული შედეგები შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის დასასრულს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

  • მულტიპლიკატორების მოსამზადებელი ტრენინგიტრენერთა ტრენინგი –  ფორუმ თეატრი
  • 18-21 მაისი გორი
  • 1-4 ივნისი ქუთაისი
  • 15-18 ივნისი ზუგდიდი
  • 22-25 ივნისი ბათუმი
  • განხორციელების ფაზაივლისი– აგვისტო
  • შემაჯამებელი შეხვედრა: 29-30 სექტემბერი

მონაწილეების პროფილი:

  • ახალგაზრდული მუშაკები, ტრენერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები
  • რომლებიც მუშაობენ გორის, ზუგდიდის, ქუთაისის და ბათუმის ახალგაზრდების გაძლიერებაზე
  • არიან 25-35 წლის
  • გამოთქვამენ მზაობას სრულად ჩაერთონ პროექტში

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ 5 მაისამდე შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ მისამართზე:

https://goo.gl/forms/zgksbpKWlrtlKZa92

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

595 99 60 30

davidmirvelashvili@hotmail.com

პროექტში მონაწილეობა არის უფასო, პროექტი სრულად ფარავს კვებისა და სატრენინგო მასალების ხარჯებს. პროექტის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.

პროექტის ორგანიზატორები 10 მაისამდე დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 



მთავარი     ჩემი ანგარიში     განცხადებების ძებნა     განცხადების დამატება     კონტაქტი   მოხმარების პირობები   საიტის რუქა